ისრაელის სახელმწიფოში მოგზაურობის მსურველთათვის წინასწარი ავტორიზაციის სისტემა ETA-IL დაინერგა.
ავტორიზაციის გავლა 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ნებაყოფლობითი. 2025 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს უვიზო რეჟიმით ისრაელის სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან ისრაელის სახელმწიფოში გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაიარონ ელექტრონული ავტორიზაცია, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://israel-entry.piba.gov.il/
ETA-IL სისტემაში წინასწარ ავტორიზაციაზე გაცემული თანხმობა ძალაშია 2 წლის განმავლობაში, ან მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი უფრო ადრე დადგება.
უახლესი
48 წუთის წინ
ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ1 საათის წინ
ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა3 საათის წინ
TOP-5 სააფთიაქო ქსელი ბრუნვის მიხედვით - რეიტინგი4 საათის წინ
საქართველოში ყველის იმპორტი 25%-იან ზრდას აჩვენებს