დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Sky Express-ი იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Sky Express-ი იწყებს

01-10-2024 17:13:00

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Sky Express-ი იწყებს, - ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

„საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები Aegean Airlines-ი და Wizz Air-ი, ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები