დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საბანკო სექტორი ყოველთვის იყო მოწინავე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - ალექსანდრე ძნელაძე

საქართველოს საბანკო სექტორი ყოველთვის იყო მოწინავე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - ალექსანდრე ძნელაძე

26-06-2024 18:00:00

საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორს აქვს მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ლიკვიდურობის მაჩვენებლები,- განაცხადა  საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ კრედო ბანკის მიერ Symbiotics Investments-ისგან 36 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვის შეფასებისას.

მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი ყველა ეტაპზე, საინვესტიციო გარემოსთან მიმართებით, ყოველთვის იყო მოწინავე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„საქართველოს საბანკო სექტორი სანდოობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იყო.  ამ კუთხით, განვითარების არცერთ ეტაპზე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არ ჰქონია პრობლემები. ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ „კრედო ბანკში“ ახალი ინვესტორი გამოჩნდა, რომელმაც $13 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ძირითადი ნაწილი არის ლარში და „კრედოსთვის“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ თვალსაზრისთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი კვლავინდებურად რჩება, არა მხოლოდ ეკონომიკის დამფინანსებელ ყველაზე დიდ სექტორად საქართველოში, არამედ, კვლავინდებურად არის მყარი, განაგრძობს განვითარებას და რეალურად აფასებს იმ პოტენციალს თუ რა მიმართულებით შეუძლია კიდევ განვითარდეს“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები