მოსალოდნელია, რომ 2025-28 წლებში FMCG ბაზარი წლიურად 8.0%-ით გაიზრდება წლებში და 31.7 მლრდ ლარს მიაღწევს, -ამის შესახებ Galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2028 წელს FMCG ბაზრის ზრდის წარმართველო ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა.
FMCG სექტორი ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ხარჯზე იზრდება, თუმცა ტურიზმის აღდგენასა და მიგრანტების შემოდინებას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა 2022-23 წლებში.
ასევე არის მოლოდინი,რომ 2028 წლისთვის ბრენდული ქსელები ბაზრის ნახევარზე მეტს დაიკავებს.
ბრენდული ქსელების წილი 31.3%-დან 40.7%-მდე გაიზარდა 2021-24E წლებში. ბრენდული ქსელების ბაზარი წლიურად 14.9%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში (+24.5%-იანი ზრდა 2021-24 წლებში) გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც საბაზრო წილის 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს (მიმდინარე 40.7%-დან).
უახლესი
4 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო5 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა7 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია