დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში უცხოური ინვესტიციით, ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსის საწარმო Izy გაიხსნა

საქართველოში უცხოური ინვესტიციით, ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსის საწარმო Izy გაიხსნა

03-06-2024 10:00:00

ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსის  ახალმა კომპანია  Izy-მ დაიწყო ოპერირება.  Izy მომხმარებლებს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. 

 Izy -ის პროდუქცია  იდეალურია მათთვის, ვისაც ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვს, ასევე,  მნიშვნელოვანია  მოლაშქრეებისთვის, რადგან  სუბლიმირებული კერძები და სხვადასხვა ხილის ხემსები მსუბუქია, რაც  ხელსაყრელია გადაადგილების დროს.

ამ ეტაპზე წარმოდგენილი მენიუ მოიცავს სამ ძირითად კერძს: ქართული ლობიო შენელებული სუნელებით,  კარტოფილის პიურე შებოლილი სულგუნით და  უკრაინული ბორში. უახლოეს პერიოდში  ასორტიმენტს დაემატება კიდევ  3 ძირითადი კერძი.

 

„ჩვენი კერძები არის ვეგანური, ვეგეტარიანული და უგლუტეინო. ასევე გასაყიდად წარმოდგენილი გვაქვს შებოლილი ხრაშუნა სულგუნის ხემსი, ბანანის და ვაშლის სამი სახეობის  ნაზავი (მწვანე ვაშლი "სმიტი", "გოლდენი" და წითელი ვაშლი "სტარტი").