USD 2.6069

EUR 2.8053

TRY 0.1111

GBP 3.2717

RUB 0.031547

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით წვევამდელისა და  რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს  შესაბამისი უწყებები დაამუშავებენ

სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით წვევამდელისა და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს შესაბამისი უწყებები დაამუშავებენ

2023-05-25 16:05:13

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში  შესატან ცვლილებას.  როგორც  მუხლობრივი განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ  განმარტა,  ცვლილებების შედეგად  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით კანონიერად დაამუშავებენ პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს.

„განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს დაემატება ახალი საფუძველი - პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები