2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
$301 მილიონის ფულადი გზავნილები ივლისში საქართველოში ძირითადად 8 სისტემით შემოვიდა. მთლიანი ჩარიცხვებიდან ყველაზე დიდი წილი რუსულ RIA-ზე მოდის ($64,7 მლნ). მეორეა Zolotaia Korona, ხოლო მესამეა Western Union-ი.
საქართველოში 8 სისტემით შემოსული ფულადი გზავნილები - 2023 წლის ივლისი. წყარო ეროვნული ბანკი:
ფულადი გზავნილების რომელი სისტემით რიცხავენ ყველაზე მეტ თანხას- ჩარიცხვა - 64,715.9 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა 3,825.1 ათასი აშშ დოლარი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ივლისში Unistream -ით ჩარიცხვამ - 36,263.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 1,453.3 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა.
ივნისში Unistream -ით ჩაირიცხა 76,979.7 ათასი აშშ დოლარი,ხოლო 2,034.0 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა.
2023 წლის 6 თვეში Unistream-ით საქართველოში სულ $762 მილიონი დოლარია გადმორიცხული.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი ტრანსფერების სისტემა Unistream-ი 20 ივლისს შეიყვანა სანქცირებული პირების სიაში. მანამდე, გზავნილების ეს სისტემა ქართულ ბაზარზე პირველ ადგილს იკავებდა.
უახლესი
14 საათის წინ
მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა