Wyndham Grand Tbilisi საკუთარი სტუმრების რჩეული კიდევ ერთხელ გახდა. სასტუმრომ Wyndham Grand Tbilisi სამოგზაურო საძიებო პლატფორმის Agoda-ს მომხმარებელთა მაღალი შეფასება და შესაბამისი ჯილდო მოიპოვა, რაც თავის მხრივ განთავსების ობიექტის გამორჩეული სერვისისა და დასამახსოვრებელი გამოცდილებების შექმნის აღიარებაა.
როგორც Business Insider Georgia-სთან Wyndham Grand Tbilisi-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა მანდარიამ განაცხადა, აღნიშნული ჯილდო ადასტურებს იმას, რომ სასტუმროს მომსახურების ხარისხი და თანამშრომლების პროფესიონალიზმი მაღალ დონეზეა.
“Agoda ამ ჯილდოს გამორჩეული სერვისისა და დასამახსოვრებელი გამოცდილებების შექმნისთვის ანიჭებს სასტუმროებს. მილიონობით მოგზაური აზიარებს თავის გამოცდილებას Agoda-ს პლატფორმაზე და სთავაზობს მომავალ მოგზაურებს ღირებულ ინფორმაციას. ზუსტად ამ შეფასებების საფუძველზე ირჩევს Agoda ყოველწლიურად გამარჯვებულებს.
Wyndham Grand Tbilisi-სთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან ეს არის დასტური იმისა, რომ მომსახურების ხარისხი და თანამშრომლების პროფესიონალიზმი ნამდვილად მაღალ დონეზეა ჩვენს სასტუმროში“, - განმარტავს სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
მაკა მანდარიას განმარტებითვე, ასეთი ტიპის ჯილდოები ხელს უწყობს სასტუმროს პოპულარიზაციას და მას მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება.
„იზრდება ცნობადობა და სანდოობა გლობალურ ბაზარზე. მომხმარებლები ჯავშნის გაკეთებამდე აუცილებლად ამოწმებენ სასტუმროების რეიტინგსა და შეფასებებს. ჯილდო, რომელიც თავად სტუმრების შეფასებებით არის მოპოვებული, პოტენციურ მომხმარებლებში განსაკუთრებულ მოწონებას და ნდობას იმსახურებს“, - ამბობს Wyndham Grand Tbilisi-ს წარმომადგენელი.
სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შემოდგომის ტურისტულ სეზონსაც აფასებს და განმარტავს, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„მოთხოვნები აქტიურად ფიქსირდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ზოგადად გალფის ქვეყნები. თუ უფრო მეტად გააფართოებთ აქტიური ქვეყნების სიას, მაშინ შეგვიძლია აშშ და დიდი ბრიტანეთიც ვახსენოთ.
შემოდგომის სეზონი ამ ეტაპზე აქტიურია, თუმცა 2023 წლის ოქტომბერი-ნოემბერი უფრო დატვირთული იყო. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში არსებული მდგომარეობა. ველით, რომ დატვირთულობის მაჩვენებელი წელს უფრო ნაკლები იქნება, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ეს სხვაობა საგრძნობლად დიდი იქნება“, - აცხადებს Wyndham Grand Tbilisi-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
მაკა მანდარიას თქმით, მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, 2023 წლის მაღალი დატვირთულობიდან გამომდინარე, სასტუმროს უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდა.
„2023 წლის ზაფხული ძალიან აქტიური იყო და ასეთმა წარმატებულმა წელმა, 2024 წლის ზაფხულისთვის მოლოდინები ძალიან გაგვიზარდა. წლევანდელი ზაფხული შედარებით ნაკლებად აქტიური აღმოჩნდა, მაგრამ მთლიანობაში ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დატვირთული სეზონი არ გვქონდა“, - აცხადებს Wyndham Grand Tbilisi-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
უახლესი
3 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი3 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept22 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს