ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა რეზერვების ნოემბრის სტატისტიკა, სადაც როგორც ვვარაუდობდი არის ზრდა, - განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის რეზერვების სტატისტიკის შეფასებისას.
როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს რეკორდულად გაზარდა რეზერვები და 2024 წელსაც განაგრძობს შევსებას.
„შესაბამისად, სებ-ი საარჩევნო პოლიტიკურ არასტაბილურობას და სხვა შოკებს კარგად მომზადებული შეხვდა. რეზერვების დაგროვება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ის საჭირო დროს უნდა გამოიყენო კიდეც“,- აღნიშნა პაპავამ.
მისი შეფასებით, წინასაარჩევნოდ მაღალი გაურკვევლობის ფონზე ლარს დაემუქრა მყისიერი გაუფასურება.
„რომ არა დროული ინტერვენციები მოხდებოდა ფინანსური კრიზისი, გაუფასურება დაარტყამდა მოსახლეობას. ახლა კი, არჩევნების შემდგომი ქუჩის პროტესტების დროს სებ-მა სწორი პოზიცია დაიკავა, როცა საერთოდ არაფერი გაყიდა, პირიქით, ერთ თვეში 124.5 მლნ დოლარი იყიდა. როგორც ვხედავთ, ეს გათვლა სწორი აღმოჩნდა და კურსი უკვე რამდენიმე დღეა ნორმალიზაციას განიცდის. თუკი პოლიტიკურად რთულ თვეს სებ-მა მაინც მოახერხა და რეზერვები შეავსო, ნათელია, რომ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში რეზერვების დანაკლისის შევსება მომავალ რამდენიმე თვეში სავსებით შესაძლებელად უნდა ჩაითვალოს“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
უახლესი
17 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს