საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სებ-მა შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს. მანამდე, სებ-ი ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ჩვენ 5% გვაქვს, თუმცა ჩვენი უკვე არსებული მონაცამების საფუძველზე ეს პროგნოზი გადაიხედება გაზრდის კუთხით, ჩვენ მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ პერიოდში უკვე გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. მთლიან შიდა პროდუქტში ვითვალისწინებთ ფაქტობრივად ყველაფერს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის ჩამოყალიბებაზე, აქ ერთი ფაქტორის გამოყოფა რთულია ", - აცხადებს ლეჟავა.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47%-მდე შემცირდა7 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა