შემოდგომის პერიოდში ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა მაღალია, ვიდრე უცხოელების მხრიდან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აჭარაში, კოკოტაურის ერთ-ერთ სერზე განთავსებული ტურისტული ობიექტის SERI • სერი-ს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თითქმის თანაბარი მოთხოვნა იყო, როგორც უცხოელების ისე ადგილობრივების მხრიდან.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობით კმაყოფილები მხოლოდ აგვისტოს პერიოდზე ვართ. რაც შეეხება შემოდგომას ჯავშნების კუთხით გასული წლები უფრო უკეთესი იყო. არ ვიცი ეს ზოგადად ასეა თუ მხოლოდ ჩვენს შემთხვევაშია.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჩვენი სტუმრები 50%-ი იყო ადგილობრივი, ხოლო 50% უცხოელი. უცხოელებიდან აქტიურობა უმეტესად შეინიშნებოდა დსთ-ს და გალფის ქვეყნებიდან.
შემოდგომაზე ადგილობრივების მხრიდან უფროა მოთხოვნა, ვიდრე უცხოელების მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.
თუმცა, შემოდგომაზე გაყიდვების სტიმულირებისთვის და სტუმრების მოსაზიდად SERI-მ გარკვეული ფასდაკლების აქციები ჩაუშვა.
დღეისათვის SERI-ს გლემფში ღამისთევის საფასური 200-დან 300 ლარამდეა და ობიექტს ერთდროულად 20 ადამიანის მიღება შეუძლია.
SERI-ს მაგალითზე არსებული ჯავშნებიდან მოთხოვნა უფრო შაბათ-კვირაზეა.
SERI-ს ხელმძღვანელის თქმით, გაფართოებაში ტურისტულ ობიექტს ინფრასტრუქტურა უშლის ხელს, რადგანაც მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გზის და შუქის პრობლემა არსებობს.
დღეისათვის SERI • სერი 3 გლემფს აერთიანებს, რისთვისაც მის მფლობელს უკვე 400 ათასი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ტურისტული ობიექტი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 10-მდე ადამიანს ასაქმებს.
SERI ბათუმიდან 60 კმ-ში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მდებარეობს. გლემფები სოფელ კოკოტაურში, მთის ციცაბო ქედზე ნაძვნარ ტყეში მდებარეობს და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, ავეჯითა და ნივთებით, რომლებიც სტუმრის კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. გლემფს აქვს ჩვეულზე დიდი ტერასა და მცირე აუზი მიწიდან 4 მეტრის სიმაღლეზე;
უახლესი
2 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი3 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept21 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს