დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაფუთი მასალების გამოფენაზე - FachPack 2024 რეგისტრაცია დაიწყო

შესაფუთი მასალების გამოფენაზე - FachPack 2024 რეგისტრაცია დაიწყო

21-05-2024 17:29:00

შესაფუთი მასალების გამოფენაზე - FachPack 2024 რეგისტრაცია დაიწყო. "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე - FachPack 2024, რომელიც ქალაქ ნიურნბერგში 24-26 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს გამოფენაზე 92 კვ.მ. სივრცე აქვს გამოყოფილი. გამოფენისთვის შერჩეული კომპანიები პოტენციურ დამკვეთებსა და პარტნიორებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, ასევე გამართავენ შეხვედრებს.

გამოფენაში მონაწილეობას 2 000-მდე ექსპონენტი მიიღებს, ღონისძიებას საშუალოდ, 40 000 ვიზიტორი დაესწრება.

 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tradewithgeorgia.com/events/fachpack-2024

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები