შოთა არველაძე 21-წლამდელების წარმატებას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს: ,,საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.
ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უვკე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.
წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს! ".
უახლესი
53 წუთის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება2 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8157 ლარია