სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით 8,75%- მდე შეამცირა. როგორც "არმენპრესი" იუწყება, ამის შესახებ განცხადება სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა.
30 იანვარს გაიმართა სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს სხდომა, რომელზეც გადაწყდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 0,5 პროცენტული პუნქტით და 8,75%-მდე განისაზღვრა.
ასევე სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა დაადგინა სალომბარდო რეპოს საპროცენტო განაკვეთი 10,25%-ის ფარგლებში, ხოლო ცენტრალური ბანკის მიერ ბანკებიდან მოზიდული სახსრების საპროცენტო განაკვეთი 7,25%-ით განისაზღვრა.
უახლესი
11 საათის წინ
Palantir (PLTR) მალე S&P 500 (SPY)-ს შეუერთდება12 საათის წინ
როგორ გავიგოთ ბავშვების ემოციები სწორად12 საათის წინ
Sony-მ PlayStation 5 Pro დააანონსა