დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სრულად ელექტრო VOLVO EC40-ზე  30000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს - „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზებები

სრულად ელექტრო VOLVO EC40-ზე 30000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს - „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზებები

02-08-2024 17:50:00

ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ სრულად ელექტროEC40-ზე მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 10 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სპეციფიკაციების გათვალისწინებით, VOLVO EC40-ის ფასი 45 000-დან 50 000 ევრომდე მერყეობს, მაშინ როდესაც თავდაპირველი ფასი 55,000-დან 60,000 ევრომდე იყო.

მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია EC40-ის ორი მოდელი, რომლებიც ერთმანეთისგან კომპლექტაციით განსხვავდება - EC40 Recharge Plus და EC40 Recharge Ultimate. ორივე მოდელი წარმოდგენილია ოთხივე წამყვანი თვლით, ორი ელექტროძრავითა და 408 ცხენის ძალით. ვოლვო EC40-ში ჩაშენებულია Google-ის სისტემები და „ვოლვოს“ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ავტომობილი სახლიდან გააღოთ და ჩართოთ გათბობა-გაგრილების სისტემა, აგრეთვე, შეამოწმოთ ავტომობილის ადგილმდებარეობა. VOLVO EC40-ის  ორივე მოდელ 0-დან 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 4,7 წამში, ერთი სრული დატენვით კი 550-მდე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ვოლვოს უახლესი მოდელები წარმოდგენილია ხუთ ფერში - ლურჯი, თეთრი, შავი, მწვანე და რუხი.

რაც შეეხება ძირითად განსხვავებებს, Ultimate ანუ მაღალი კოპლექტაცია Plus-ისგან განსხვავებით აღჭურვილია: მძღოლის ელექტრო სავარძელის პოზიციის დამახსოვრების ფუნქციით, Harman Kardon-ის აუდიოსისტემით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებითა და 360°-იანი კამერით.        

თორნიკე იკაშვილი, VOLVO-ს გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი: „როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების წილი იზრდება და საზოგადოების მხრიდან დაინტერესება სულ უფრო მატულობს. სწორედ ამიტომ, „ვოლვოს“ ღირებულებებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უპრეცედენტო ფასდაკლება შეგვეთავაზებინა და უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ელექტრომობილების შეძენა.

მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთი მხრივ, მომხმარებელი დარწმუნდა რომ ელექტრომობილები მეტად პრაქტიკულია მოხმარების თვალსაზრისით. ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილი, შიგაწვის ძრავიანთან შედარებით, გაცილებით ეკონომიურია და ნაკლებად საჭიროებს სერვისს. გარდა ამისა, ელექტრომობილების ფლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოში ეტაპობრივად სულ უფრო ვითარდება. ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა რომელშიც ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომ  „თეგეტა ქარსს“, როგორც პასუხისმგებლობიან კომპანიას, თავისი წვლილი შეაქვს დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებაში. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა“.