ენერგეტიკაში მთავრობამ ინვესტორებს ფართოდ გაუღო კარი, აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
დავით ნარმანიას განმარტებით, ინვესტორების მოზიდვისთვის და ზოგადად დარგის განვითარებისთვის მთავრობის მიერ დამტკიცებული ხელშეწყობის მექანიზმები უმნიშვნელოვანესია.
„რაც მთავრობამ ხელშეწყობის მექანიზმები დაამტკიცა დაახლოებით 2 წლის წინ, ეს მექანიზმი არის მნიშვნელოვანი, როცა მთავრობა ეუბნება ინვესტორს, რომ შემოვიდეს აუქციონში, შემოიტანოს განაცხადი განახლებადი ენერგიების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და გამარჯვებული ფასი რაც იქნება, ამ გამარჯვებულ ფასს ინვესტორი აუცილებლად მიიღებს. თუ კი ბაზარზე ფასები ამ ფასზე ნაკლები იქნება, ამ ფასთა შორის სხვაობას მას უვსებს მთავრობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორი გარანტირებულია ფასით და პლუს საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ინვესტორის უკან დგას, გარანტირებულია მან იცის, რომ გამომუშავებული კვტ/სთ-ების შესაბამისად ამ თანხას ინვესტორი კომპანია აუცილებლად მიიღებს და ბანკიც შესაბამისად მიიღებს მის კუთვნილ პროცენტს თუ ძირ თანხას.
ამის შემდგომ მთავრობა უკვე დაინახა რა, რომ განახლებადი ენერგიის პროექტებთან დაკავშირებით მაღალი იყო ინტერესი, რაც მეორე აუქციონი ჩაატარა თქვა, რომ მეორე აუქციონზე რა ფასიც იქნა დაფიქსირებული ამ ფასით ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია მიმდინარე წლის ბოლომდე მოგვმართოს განაცხადით და მე მას მივცემ ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტს. ანუ აღარ ჩაატარა შემდგომი აუქციონი. ბიუროკრატია კიდევ უფრო მეტად შეამცირა ინვესტორებისთვის და უთხრა, რომ პირდაპირ შემომიტანე განაცხადი. იქ არის განაცხადის ფორმა, იქ არის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც უნდა დაერთოს და რამდენიმე ცნობა, რომელიც უნდა იქნეს წარმოებული, მაგალითად რომ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება და სხვა. ძალიან მარტივი ფორმით სხვა დაინტერესებულ ინვესტორებსაც მთავრობა უფორმებს მემორანდუმებს“, - განმარტავს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარის თქმითვე, „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახლა როგორი მიმზიდველი გარემოც არის ენერგეტიკაში ინვესტორებისთვის, ასეთი არასოდეს არ ყოფილა“.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47,09%-მდე შემცირდა6 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა