საქართველოში პურის მოხმარება ეტაპობრივად მცირდება. როგორც Business Insider Georgia-თან პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, პური სოციალური ბარომეტრია. მისივე განმარტებით, საქართველოში პურის ფიზიოლოგიური ნორმა ერთ ადამიანზე 300 გრამს შეადგენს.
„წლიდან წლამდე საქართველოში პურის მოხმარება თანდათან მცირდება. ჩვენი ქვეყანა მოიხმარს 600 ათას ტონა ხორბალს, რომელიც შემდეგ ფქვილად იქცევა და პური ცხვება. ადრე ხორბლის მოხმარება 700 ათას ტონას შეადგენდა, უფრო ადრე კი 800 ათას ტონას. მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და სამოქალაქო ომის დროს 1 მლნ ტონამდე ხორბალს მოვიხმარდით. პური მარტო თბილისში ცხვებოდა და თბილისიდან ნაწილდებოდა რეგიონებზე.
დღეს პური ყველგან ცხვება, მაგრამ მოხმარება შემცირებულია. პური არის სოციალური ბარომეტრი. საქართველოში ფიზიოლოგიური ნორმა არის ერთ ადამიანზე 300 გრამია“, - ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, თბილისი დღე-ღამეში დაახლოებით 400 - 420 ტონა პურს მოიხმარს.
„მარხვის პერიოდში პურის მოხმარება იზრდება, ხოლო როდესაც შემოდის ბადრიჯანი და სხვადასხვა ბაღჩეული, მაშინ მცირდება. საქართველოს მაგალითზე ვსაუბრობ ფიზიოლოგიური ნორმაზე, თორემ ეს მონაცემი არავის დაუკანონებია.
მაგალითად გერმანიაში 1 ადამიანზე პურის მოხმარების ნორმა 200 გრამია, ყაზახეთში - 400 გრამი“, - ამბობს დილიძე.
მისივე განმარტებით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ქვეყანაში პურის მოხმარება თითქმის ერთნაირი იყო.
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ასევე Business Insider Georgia-თან პურის ფასის განმსაზღვრელ ძირითად კომპონენტებს ასახელებს, რომელიც სხვადასხვა მწარმოებლის შემთხვევაში განსხვავებულია:
PS. თუ საქართველოში ერთ ადამიანზე პურის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა 300 გრამია, მაშინ წლის განმავლობაში (300 გრამი X 365 დღე-ზე) დაახლოებით 109,5 კგ პურს მოიხმარს.
უახლესი