როგორ უნდა მოიქცეთ თუკი ახალი ბინის შეძენა გსურთ, მაგრამ დედაქალაქის ცენტრში მყუდრო და უსაფრთხო სივრცეს ვეღარ პოულობთ?
სად უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელსაც არც თბილისის ურბანული ცხოვრების დათმობა სურს და თან მშვიდი, ოჯახური იდილიის შექმნას ესწრაფვის?
ამ კითხვებზე პასუხი, რომელიც უძრავი ქონების მაძიებელი ადამიანების უმეტესობას აწუხებს არის - „თბილისის ბულვარი“, „ჯინო ჰოლდინგის“ პროექტი თბილისის ზღვაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. პროექტს „ჯინო ჰოლდინგის“ დირექტორი გვანცა გვარამაძე გაგვაცნობს.
გვანცა გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის, მოდი ჩვენი საუბარი ყველაზე მარტივი კითხვით დავიწყოთ რა არის „თბილისის ბულვარი“?
„თბილისის ბულვარი“ თბილისის ზღვის სანაპიროზე, ამიერკავკასიაში უდიდესი – „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი მრავალფუნქციური, დახურული ტიპის საცხოვრებელი სივრცეა, ე.წ. Gated community, რომელიც დედაქალაქში ზღვისპირა ცხოვრების თვისობრივად ახალ და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. „თბილისის ბულვარის“ პოტენციურ მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა ის სიკეთე თუ სერვისი, რაც ადამიანს მშვენიერი ცხოვრებისთვის სჭირდება და ზღვა.