საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც თბილისში პარკინგზე ყველაზე მაღალი ფასი საბურთალოზეა და 7,486 USD შეადგენს.
„რასაც ძირითადად KING DAVID-ის პროექტი განაპირობებს და განაპირობებს და ის ერთგვარ “ექსტრიმს“ წარმოადგენს ჯგუფში“, - ნათქვამია კვლევაში;
თბილისი - პარკინგის ფასები. 2022 წლის დასაწყისი; წყარო: ეროვნული ბანკი
საბურთალო - 7,486 USD;
კრწანისი - 6,003 USD;
ვაკე - 5 042 USD;
დიდუბე- ნაძალადევი - 4,726 USD;
ისანი-სამგორი-ვარკეთილი - 3,834 USD;
დიდი დიღომი - 3,585 USD;
გლდანი-მუხიანი - 3,527 USD;
ბაგები - 3,491 USD;
ლისი - 3,303 USD;
„ცენტრალურ უბნებში ფიქსირდება პარკინგების ყველაზე მეტი რაოდენობა ერთ ბინაზე დაანგარიშებით;
თბილისის უბნების რიგითობა საპირისპიროა თუ პარკინგისა და ბინის ფასებს (1კვ.მ-ზე) შევადარებთ(შევაფარდებთ) ერთმანეთს.
გარეუბანსა და ცენტრს შორის ფასები საცხოვრებელ ფართებზე უფრო მეტად განსხვავდება, ვიდრე საპარკინგე ადგილებზე“, - ნათქვამია კვლევეში.
უახლესი