თბილისის ციფრული სივრცე სტუმრებს წყალქვეშა სამყაროს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს.
თბილისის ციფრული სივრცე ყოველდღე სტუმრებს მიიღებს 11:00, 12:00, 13:00, 14:00, 15:00, 16:00 საათებში.
რაც შეეხება ბილეთების ტარიფებს:
ზრდასრული - 18₾
სტუდენტი - 16₾
სკოლის მოსწავლე - 16₾
ბაღის მოსწავლე - 10₾
3 წლამდე უფასო
საოჯახო პაკეტი - 49₾
(ოჯახის წევრები 2 უფროსი 2 ბავშვი 16წლამდე. ყოველი შემდეგი ბავშვი 10₾)
ასაკით პენსიონერი - 10₾
მოქმედი სამხედრო პირები, ომის ვეტერანები - 50% ფასდაკლება.
2019 წლის 7 ოქტომბერს თბილისში პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმი თბილისის ციფრული სივრცე გაიხსნა.
მუზეუმი ამჟამად წარმოგიდგენთ:
გუსტავ კლიმტის ციფრული გამოფენა - წარმოდგენილია 60-მდე გაცოცხლებული ნახატი კლასიკური მუსიკის თანხლებით.
„სხვა სამყარო“ გამოფენა, სადაც წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები და გალაქტიკებში მოგზაურობა.
ქართული ოთახი - აქ ნახავთ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებს - „ხმელი წიფელი“. ფილმი გახმოვანებულია Dolby Digital 5.1 ტექნოლოგიით და ჩვენება მიმდინარეობს Screen-X სტანდარტით.
ჩირაღდნების სამყარო - სივრცე, სადაც უსაზღვრო ჩირაღდნების სამყაროში აღმოჩნდება დამთვალიერებელი. სარკეები ქმნის უსასრულობის ილუზიას რომელშიც აირეკლება ათასობით ფერადად მოციმციმე კრისტალი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47,09%-მდე შემცირდა6 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა6 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა