დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერებისა ან დგომისათვის ჯარიმებიდან, ერთ თვეში ბიუჯეტში ₾0,4 მილიონი შევიდა

თბილისში, BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერებისა ან დგომისათვის ჯარიმებიდან, ერთ თვეში ბიუჯეტში ₾0,4 მილიონი შევიდა

23-02-2024 17:00:00

თბილისში BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში (თანხობრივად) 30%-ით მეტი ჯარიმა შევიდა, ვიდრე გასული წლის იანვარში თვეში. 

სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ  2024 წლის იანვარში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LINE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) შესულმა შემოსავალმა 397,025.70 ლარი შეადგინა.

აქედან 238,215.43 ლარი იყო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი შემოსავალი, ხოლო 158,810.27 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის. 

ამასთან, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში  BUS LANE-ზე გავლისთვის ან დგომისთვის ჯარიმის საერთო მოცულობამ 304,345.41 ლარი შეადგინა. 

თბილისის მერიის 2023 წლის ნოემბერში გამოცემული გადაწყვეტილებით, საავტობუსო ზოლში (BUS LANE)  სასკოლო ტრანსპორტსაც შეუძლია მოძრაობა.

„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს.

კერძოდ, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები.

აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში - დილის 6-დან 9-მდე და დღის 2-დან 6 საათამდე პერიოდში.

საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში“, - განაცხადა ნოემბერში კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 125-ე მუხლის მე-12 ნაწილი - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები