18-20 ოქტომბერს ტარდება TechXplore, თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის, რომ გაერთიანდნენ, გადაჭრანრეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრულიბანკის სამყაროში.
ადგილზე, მონაწილეებმა უნდა შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრულიპროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და ქმნის მისთვის საჭიროღირებულებას.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის აუცილებელია შეიკრას გუნდი. გუნდში შესაძლებელია იყოს მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილე. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე, 30 სექტემბრამდე.
თიბისის ჰაკათონის მხარდამჭერია თინეთი, რომელიც მე-3 ადგილზე გასულ გუნდს დააჯილდოებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა