„მოხარული ვართ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამა ჩვენი მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს. ევროსა და დოლარის ობლიგაციების გამოშვებით, როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობას ვაძლევთ“, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ემისიის შედეგად მიღებული ფინანსური რესურსით კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას შეძლებს.
„აღნიშნული მულტისავალუტო პროგრამა თიბისი კაპიტალისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების მორიგი მულტისავალუტო პროგრამის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 5 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. მიმდინარე ემისია 2024 წლის მაისში დამტკიცებული 30-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის მეორე ტრანშია, ხოლო პირველი ტრანშის მოცულობა 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა, საიდანაც 7 მილიონი ევროს ობლიგაციები მაისშივე განთავსდა.
ევროს ვალუტაში ემიტირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 6.75%-ით განისაზღვრება, აშშ დოლარის ობლიგაციებისათვის კი - 8.5%-ით. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის. მათ შორის,რეზიდენტებისთვისაც და არარეზიდენტებისთვისაც.
პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 სავალუტოერთეულია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ. ობლიგაციების ძირი თანხა კი ორი წლის თავზე დაიფარება.
უახლესი
15 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება17 საათის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა