ზამთარსა და სიცივეში ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ერთ-ერთი დეტალი, რომელზედაც დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს - აკუმულატორია. ავტოექსპერტები გვირჩევენ, რომ ზამთარში აუცილებლად შევამოწმოთ აკუმულატორი და დავრწმუნდეთ, რომ მისი რესურსი არ ამოწურულა.
„არ მოატყუო ზამთარი“ – „თეგეტა მოტორსის“ საკომუნიკაციო მესიჯი სწორედ ავტომობილზე ზრუნვის მოტივით შეიქმნა და მის ფარგლებში კომპანია მომხმარებელს არაერთ აქტივობას სთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთია სპეციალური შეთავაზებები აკუმულატორებზე, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და Tegeta Shop-ზე დახვდება მომხმარებელს.
20%-იანი ფასდაკლება Tegeta Shop-ის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება, ხოლო ფილიალებში მომხმარებელს ასევე 20%-იანი ფასდაკლებით Varta-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შეძენა შეუძლია. იანვრის ბოლომდე შეთავაზება მოქმედებს თურქული წარმოების, ყველაზე ხელმისაწვდომ და მაღალხარისხიან Macpower-ზე, ის მომხმარებელს „თეგეტა მოტორსის“ფილიალებში სპეციალურ ფასად დახვდებათ.