დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეგეტას“  მორიგი ინტეგრირებული შოურუმი - Geely, Mazda და  Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება

„თეგეტას“ მორიგი ინტეგრირებული შოურუმი - Geely, Mazda და Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება

31-07-2024 13:19:00

Tegeta Cars-ში შემავალი სამი კომპანია Geely Sakartvelo, Mazda Center Tegeta და Auto Gallery ახალ შოურუმში განთავსდა. აღმაშენებლის ხეივანი №152 - ეს თეგეტას კიდევ ერთი საავტომობილო კომპლექსის ახალი მისამართი, სადაც  მომხმარებელი ერთი ვიზიტით, მისთვის საჭირო ყველა მომსახურებასა და სრულ საავტომობილო სერვისს მიიღებს.

 

3600 m2-ზე საექსპოზიციო სივრცე, სერვისი და საოფისე ნაწილია განთავსებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ორ სართულიანი შენობა სამი კომპანიის სამოდელო რიგს, შესაბამის პროდუქტებსა და სერვისს გააერთიანებს.

ახალი კომპლექსის კონცეფცია სრული საავტომობილო მომსახურების ერთ სივრცეში მოქცევა და შესაბამისად, ავტომანქანის ფლობის მაქსიმალურად გამარტივებაა.

 

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: ,,მოხარულები ვართ, რომ Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ს მომხმარებელს უკვე ახალ შოურუმში ვმასპინძლობთ. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო. სასურველი ავტომობილის შერჩევა, სრული სერვისი და ტესტ დრაივი უკვე ერთ მისამართზეა შესაძლებელი. Tegeta Cars-ში შემავალ ამ სამ კომპანიას აქამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შოურუმები ჰქონდათ, სერვისისათვის კი მომხმარებელს თეგეტა მოტორსის ფილიალებში უწევდა ვიზიტი. ეს მოცემულობა სრულად შევცვალეთ, დარჩა თეგეტას სტანდარტი და მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც ჩამოთვლილი ბრენდების ავტომფლობელები მათზე მორგებულ მომსახურებას მიიღებენ. ერთგულად მივყვებით ჰოლდინგის მიერ არჩეულ პოლიტიკას და გვსურს ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ’’.