თოდუას კლინიკის კიდევ ერთი ფილიალი ამჯერად დიღომში, ლუბლიანას 21 ნომერში გაიხსნა.
პროფესიონალი ექიმების გუნდი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ხარისხის თანამედროვე სტანდარტი და გამარტივებული ხელმისაწვდომობა სერვისებზე!- ეს ის მთავარი უპირატესობებია, რომელთა დამსახურებითაც თოდუას კლინიკა რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. სწორედ აღნიშნული კომპონენტებით არის გამორჩეული კლინიკის ახალი ფილიალიც დიღომში, რომლის დიზაინიც სრულიად განსხვავებული, თანამედროვე კონცეფციით დაიგეგმა და რომელიც მას აბსოლუტურად უნიკალურ ხასიათს სძენს.