საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელები ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სააფთიაქო ქსელი გამოიკვეთა:
(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
სს გეფა-ს სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ირაკლი გოგია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გიორგი გორდაძე, წევრი: ანდრო თევზაძე. დირექტორატი: საოპერაციო დირექტორი - მიხეილ აბრამიძე, ერთპიროვნული გენერალური დირექტორი - დავითი სულაბერიძეა. განთავსებული კაპიტალი 121 623.26 ლარია.
შპს ავერსი-ფარმა 1999 წელს დაფძნდა. კომპანიის 67 % პაატა კურტანიძე, ხოლო 33% ნიკოლოზ კურტანიძე ფლობს.
საჯარო რეესტრის მონაცეებით, შპს იმპექსფარმი 1999 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% დავით კოხრეიძე ფლობს.
შპს პსპ ფარმა - კომპანია PSP დაარსდა 1994 წელს, ხოლო 2002 წელს შპს პსპ ფარმა დაფუძნდა. კომპანიაში თენგიზ ჯამელაშვილი - 5% ფლობს; ხოლო ვაჟა ოქრიაშვილი, 95% განკარგავს. .
შპს ფარმაცევტული სახლი + 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ნიკოლოზ შარიქაძე 10%, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ავტოგრაფი 90%-ს ფლობს.
უახლესი
3 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან