„ვიზიტორების აქტივობა მიმდინარე თვეების მანძილზე მაღალია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia- ს KASS LAND -იდან აცნობეს.
„სეზონების მიხედვით ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა განსხვავებულია. საშუალოდ ყოველდღიურად 500 ადამიანი გვსტუმრობს. შაბათ-კვირას ვიზიტორების რაოდენობა უფრო მაღალია და 1000 აჭარბებს“, - აცხადებენ KASS LAND -ში.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით წალკის კანიონს 85 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, სადაც უცხოელების წილი 60 %-ია.
რაც შეეხება სიახლეებს, როგორც Business Insider Georgia- ს KASS LAND -იდან აცნობეს, იხსნება სასტუმრო , რომელიც მოიცავს 56 ოთახს, სპა-აუზს, საკონფერენციო დარბაზებს.
„ამასთანავე, ტერიტორიაზე ეწყობა ატრაქციების პარკი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს რეზორტს საოჯახო დასვენების კუთხით“,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
უახლესი
3 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი3 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept22 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს