აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით - დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
უახლესი
14 საათის წინ
კოკა-კოლა Unsupportable Festival - ის მხარდამჭერია14 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7277 ლარი გახდა