პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 81 ხმით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილება, რომელიც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცვლილებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან/და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, 2 ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.
კანონპროექტის თანახმად, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, 2 ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
უახლესი
3 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო5 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია