ენერგოომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, ლიცენზიატი კომპანიების მიერ ომბუდსმენის აპარატში წარდგენილი ინფორმაციით, 2022 წლის მანძილზე დედაქალაქში ელექტროენერგიის მომსახურების წყვეტა 8855-ჯერ დაფიქსირდა და შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „თელასი“ გეგმიური წყვეტა შიდა მიზეზით - 3958
გეგმიური წყვეტა გარე მიზეზით - 1697
არაგეგმიური წყვეტა შიდა მიზეზით - 2761
არაგეგმიური წყვეტა გარე მიზეზი - 110
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გეგმიური წყვეტა შიდა მიზეზით - 88
გეგმიური წყვეტა გარე მიზეზით - 34
არაგეგმიური წყვეტა შიდა მიზეზით - 110
არაგეგმიური წყვეტა გარე მიზეზი - 97
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ენერგოომბუდსმენის აპარატში გადაგზავნილი ინფორმაციებიდან დგინდება, რომ 2022 წელს ელექტროენერგიის მომსახურების წყვეტების რაოდენობამ რეგიონებში ჯამში შეადგინა - 54199:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გეგმიური წყვეტა შიდა მიზეზით - 14812
გეგმიური წყვეტა გარე მიზეზით - 2151
არაგეგმიური წყვეტა შიდა მიზეზით - 23529
არაგეგმიური წყვეტა გარე მიზეზი - 13707
ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობა მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მასზე დიდ გავლენას ახდენს გამანაწილებელი ქსელის გამართულობა.
სექტორში დადგენილი მომსახურების ხარისხის წესები იცნობს ელექტროენერგიის მომარაგების წყვეტის გეგმურ და არაგეგმურ სახეს.
„მომსახურების წყვეტისას სისტემის ოპერატორებს გააჩნიათ მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება.
გეგმური წყვეტისას დროულად უნდა შეატყობინონ მომხმარებლებს შესაბამის არეალში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ.
ინფორმირება ხორციელდება სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით (24 საათით) ადრე.
სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა.
იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში სისტემის ოპერატორმა ასევე უნდა გაავრცელოს ინფორმაცია მედიასაშუალებით.
თუ გარე მიზეზის გამო შეუძლებელია ამ ვადის დაცვა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. მომსახურების არაგეგმური წყვეტისას კი კომპანია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის არეალში მყოფ მომხმარებლებს, მაგრამ წყვეტის დასაწყისიდან არაუგვიანეს 3 საათისა.
ამასთან, ინფორმაცია უნდა შეიცავდეს, აგრეთვე, გათიშვის ზუსტ მიზეზს და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროს. მომსახურების გეგმიური/არაგეგმიური წყვეტა შეიძლება იყოს შიდა ან გარე მიზეზით.
გარე მიზეზად მიიჩნევა დაუძლეველი ძალა ან სისტემის ოპერატორისაგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება