სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელი დავით პარკაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ წარმოების გაფართოებასა და ტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავენ.
„მალე, სოფელ ლამისყანაში სახელმწიფოს მხარდაჭერით გრძელვადიანი იჯარით გადმოგვეცემა მიწის 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი,სადაც ვგეგმავთ ნედლეულის ბაზის შექმნას და რამდენიმე კოტეჯის ჩადგმას. ჩვენ ვმართავთ მასტერკლასებს, რაც აინტერესებთ ტურისტებს და უკვე გვექნება ადგილი, სადაც სტუმრები ჩამოვლენ და ჩვენს ღია ვორქშოპებში მიიღებენ მონაწილეობას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ამასთან, მას შემდეგ რაც „წნული“ ნედლეულის ბაზის შექმნას დაიწყებს, 100-მდე ადამიანის გადამზადებასა და დასაქმებას გეგმავს.
„სოფელი ლამისყანა საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს და ჩვენი მიზანი იყო ამ ტერიტორიაზე გაგვეფართოებინა წარმოება, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოსახლეობის გადინება და დაგვესაქმებინა ადგილობრივები, რადგან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ადგილზე დასაქმების დიდი პრობლემა აქვთ და ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს საცხოვრებელ ადგილებს“, - ამბობს მეწარმე.
„წნულის“ დამფუძნებელი ასვე გეგმავს ინვესტიციების მოზიდვას, წარმოების გაფართოებისა და ტურიზმის სექტორში შესვლის მიზნით.
„ჩვენ არ გვაქვს პირადი ინვესტიცია. გვყავს პარტნიორები, რომლებიც ამ დრომდე მხარს გვიჭერენ. გვაქვს მოლოდინი, რომ დაფინანსებას ამ ახლი პროექტის ფარგლებშიც მივიღებთ“, - ამბობს მეწარმე.
სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა. საწარმოს იდეის ავტორების სურვილი იყო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის სივრცის შექმნა.
„შევიმუშავეთ ინკლუზიური გადამზადების პროგრამა, შემდეგ უკვე მივმართეთ საგრანტო კონკურსებს. პირველი მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი და ფონდი ებილესი. ჩავუშვით სატესტო პირველი პროგრამა, რომელიც 7 ბენეფიციარზე იყო გათვლილი. პროექტმა გაამართლა და სამი შემდეგ გაყიდვები დავიწყეთ. შემდეგ გავაკეთეთ საამქრო. მომხმარებლიდან ინტერესი დიდია და დღეს, წარმოების დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, 40-მდე დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ“,- ამბობს დავით პარკაძე.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა