სექტორი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტის არჩევანის უფლება იყო შეზღუდული და ახალი გადაწყვეტილება ამ შეზღუდვას ხსნის, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ DRG-ის სისტემაში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სამომავლოდ გადაწყვეტილება დადებით აისახება პაციენტის მკურნალობაზე.
„აქამდე პაციენტს უწევდა თუ კი რაიმე დამატებით სერვისი სჭირდება სრულად ამართულიყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და სერვისი სრული ღირებულება გადაეხადა. ასეთი სრული დაშვება, თუ კი მას დამატებით გარდა იმისა რაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება, სჭირდება სხვანაირი პალატა, სხვა დამხმარე საშუალებები არჩევანი, ამიერიდან ამისი უფლება მიეცემა.
ჯიბიდან გადახდების წილი გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მთლიანად უნდა გაეუქმებინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მოთხოვნა“, - განმარტავს მაია მახარაშვილი.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებული რეგულაციებით პრობლემური იყო ამ საკითხზე კომუნიკაციაც.
„პრობლემური იყო ამაზე კომუნიკაცია, რომ სრულად უარი უნდა ეთქვათ საყოველთაო ჯანდაცვაზე და მთლიანად უნდა გადაეხადათ თავად. ეს ადმინისტრირების თვალსაზრისით იყო პრობლემურ და ძალიან ძნელი საკომუნიკაციო და რა თქმა უნდა არასასიამოვნოა. ერთია, რომ ეს პრობლემა მოხსენიება და მეორე თუ კი რაიმე დამატებითს მოითხოვს პაციენტი რომელსაც ადრე ვერ ითხოვდა, ანუ ვერ უზრუნველყოფდი ამ ყველაფერს ან უზრუნველყოფდი, მაგრამ ფინანსური ინტერესის გარეშე, ახლა ფინანსური ინტერესი გაჩნდება იმის, რომ დამატებით მომსახურებები, რომელიც პაციენტის სურვილით იქნება შერჩეული კლინიკის ფინანსური ინტერესიც იქნება, რომ შეუქმნას ის პირობა, რა მოთხოვნაც ექნება პაციენტს“, - აცხადებს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ DRG თანახმად, პაციენტს არ შეუძლია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სერვისების გარდა დამატებითი მომსახურების მიღება, მაგალითად VIP პალატით სარგებლობა ან სასურველი იმპლანტის თუ სტენტის ჩადგმა. თუმცა თუ მოქალაქეს ამ სერვისების მიღება სურს, მან ერთჯერადად უნდა დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მომსახურების ხარჯები სრულად თავად უნდა აანაზღაუროს. სწორედ ეს წესი იწვევს მოქალაქეთა მხრიდან გაუგებრობას და კლინიკების ნაწილის მიერ პაციენტების შეცდომაში შეყვანას.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი დარღვევების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 მიმართონ.
უახლესი
10 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა