დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ციფრული პროექტები დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ციფრული პროექტები დაიწყო

25-10-2024 12:44:00

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ორი ახალი პროექტი დაიწყო.
places.georgia.travel და ვიზიტორების უკუკავშირის პროექტი საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ წარუდგინა. პრეზენტაციას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

places.georgia.travel-ის პორტალი ტურიზმის სექტორს ხელს უწყობს ეფექტიანად წარმოაჩინოს სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში. პორტალზე ვიზიტორს შეუძლია ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიება, გამოყენება და შემდგომი უკუკავშირი, ხოლო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის ეფექტური წარმოჩენა, ახალი შეკვეთების გენერაცია და შემდგომი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.

ტურიზმის ინდუსტრიისა და მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი ობიექტებისა და სერვისების ასახვა პლატფორმაზე მარტივი სარეგისტრაციო ფორმით შეუძლიათ.

უკუკავშირის პლატფორმასთან დაკავშირება კი QR კოდის საშუალებით ხდება, სადაც სპეციალური კითხვარის შევსებაა შესაძლებელი.

პლატფორმის საშუალებით, ნებისმიერ დროს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მოგზაურებს შეუძლიათ პოზიციის დაფიქსირება, რასაც საჭიროების შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მოხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების დონის შეფასება, ტენდენციებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკუკავშირის პლატფორმა ემსახურება ვიზიტორების მხრიდან მიღებული უკუკავშირის სწორ დამუშავებას, მნიშვნელოვანი საკითხების დროულ იდენტიფიცირებას და შემდგომი ეფექტური სამუშაო გეგმის შემუშავებას არსებული გამოწვევების გაუმჯობესების მიზნით.

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

1 დღეში

HSC Group Hospitality

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები