The Economist-ის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატება მსოფლიოს 35 ქვეყანამ აჩვენა. რეიტინგი შედგენილია ხუთი ძირითადი ინდიკატორის ანალიზის საფუძველზე: საბაზისო ინფლაცია, ინფლაციის მაჩვენებელი, მთლიანი შიდა პროდუქტი, დასაქმების დონე და საფონდო ბაზრის დინამიკა.
35 ქვეყანას შორის თურქეთმა საპატიო მე-15 ადგილი დაიკავა და ესტონეთს გაუთანაბრდა.
თურქული მედია აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეიტინგი აჩვენებს თურქეთის ეკონომიკის სტაბილურობასა და ზრდას გლობალური გამოწვევებისა და გაურკვევლობის პირობებში. თურქეთი აგრძელებს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებთან, ასევე ინოვაციებისა და მოდერნიზაციის დანერგვას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
The Economist-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთმა 2023 წელს მაღალი ინფლაციის მიუხედავად ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საბაზისო ინფლაციის დონემ 69.5% შეადგინა, მაგრამ წინა წელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლები იყო. მშპ გაიზარდა 3.3%-ით, ხოლო დასაქმება და საფონდო ბაზარი, შესაბამისად, 0.1%-ით და 20.6%-ით.
უახლესი
4 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი4 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept23 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს