დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთმა ექსპორტზე თითქმის $1,8 მილიარდის თხილი გაიტანა

თურქეთმა ექსპორტზე თითქმის $1,8 მილიარდის თხილი გაიტანა

12-09-2023 09:53:30

2022-2023 წლების სეზონზე თურქეთმა 1 მილიარდ 795 მილიონი დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განახორციელა.

შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებით, თხილის საექსპორტო სეზონი 2022 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო, 2023 წლის 31 აგვისტოს დასრულდა.

ამ პერიოდში თურქეთიდან საზღვარგარეთ 1 მილიარდ 795 მილიონ 189 ათას 783 დოლარის 298 ათას 557 ტონა თხილი გაიგზავნა.

თხილის ექსპორტის მაჩვენებელი 2022-2023 სეზონზე, წინა სეზონთან შედარებით შემცირდა 12%-ით - რაოდენობრივად 41 ათას 590 ტონით და 9,6%-ით, ანუ ფინანსური თვალსაზრისით 190 მილიონ 854 ათას 786 დოლარით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპორტის მოცულობამ აგვისტოში 15 ათას 111 ტონა თხილზე 90 მილიონ 327 ათას 450 დოლარი შეადგინა.

ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ახალი სეზონი ხელსაყრელი იქნება სექტორის ყველა მონაწილისთვის და  ექსპორტის უფრო მაღალ მაჩვენებლებზე გავლენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები