ქვეყნის მასშტაბით, უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 104%-ით მეტი თანხა შევიდა.
როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ირკვევა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 2,809,170.28 ლარი შევიდა, რაც 104,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის 9 თვის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 1,374,488.16 ლარის აკუმულირება მოხდა.
2023 წლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 2,808,258.28 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 912 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
რაც შეეხება ბათუმს, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 20 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
უახლესი
2 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს17 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა