დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უძრავი ქონების კვირეული ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც კი აქამდე გამართულა - რესან ქიქავა

უძრავი ქონების კვირეული ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც კი აქამდე გამართულა - რესან ქიქავა

24-04-2023 09:30:43

უძრავი ქონების კვირეული ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ექსპო-ჯორჯიას ორგანიზებით და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით ხორციელდება.

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის, რესან ქიქავას ინფორმაციით, წლევანდელი კვირეული ერთ სივრცეში აერთიანებს ოთხ ძირითად ღონისძიებას:

  •  უძრავი ქონების გამოფენა
  •  სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build
  •  Nar საერთაშორისო კონფერენცია
  •  უძრავი ქონების ფორუმი

„ყველაზე მასშტაბური გამოფენაა უძრავი ქონების სექტორისთვის. უძრავი ქონების კვირეული შედგება სამშენებლო სექტორისა და უძრავი ქონების გამოფენისგან, ასევე უძრავი ქონების ფორუმისგან. სამშენებლო გამოფენას ექსპო-ჯორჯია უკვე 28-ედ მასპინძლობს. აქ არის წარმოდგენილი ფაქტობრივად ყველა პროდუქტი და მომსახურება რამაც შესაძლოა, მომხმარებლის დაინტერესება გამოიწვიოს, ვისთვისაც აქტუალურია მშენებლობა, რემონტი. აქედან გამომდინარე ველოდებით ძალიან ბევრ დამთვარიებელს. ახალ ფორმატით ყველა კმაყოფილია. ველოდებით ხელშესახებ მნიშვნელოვან შედეგებს ინდუსტრიისთვის“, - ამბობს რესან ქიქავა. 

მისივე თქმით, სიახლეა ისიც, რომ უძრავი ქონების გამოფენა გაიმართება ცალკე და ინფორმაციას მიიღებენ ის ვიზიტორები ვისაც უშუალოდ ბინის შეძენა აინტერესებს.

„ფორუმის ნაწილია ბიზნესის B2B შეხვედრები. იქნება თემატური განხილვები, დისკუსიები. ინტერესთა ყველა ჯგუფს მოვიცავთ, ვინც უძრავი ქონების შეძენა-რემონტითა და განვითარებითაა დაინტერესებული. ეს გამოფენა ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე ექსპო-ჯორჯიაში გამართულა“, - ამბობს რესან ქიქავა. 

  • უძრავი ქონების გამოფენა

ღონისძიება ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. კვირეული საინტერესოა საცალო დამთვალიერებლისთვისაც, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების თითქმის ყველა შეთავაზებას და ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებით/ფასდაკლებებით. მონაწილეობას იღებს 40 ზე მეტი დეველოპერული კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ 70 მდე საერთაშორისო საბროკერო კომპანიას.

  • Caucasus Build

გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, 2023 წლის 28-30 აპრილს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 28-ე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება. მრავალი წელია გამოფენა წარმატებით აკავშირებს ერთმანეთს სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. წელს ღონისძიება უკვე ოცდამერვედ შეკრებს მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართულ თუ უცხოურ კომპანიებს. მონაიწლეობას იღებს 110 კომპანია 7 ქვეყნიდან. სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების წახალისებასთან ერთად, Caucasus Build-ის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიის ტრენდები რემონტითა და მშენებლობით დაინტერესებულ კერძო პირებს და გაუმარტივოს მათ ალტერნატივების ძიების პროცესი

  • Nar საერთაშორისო კონფერენცია

რეალტორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელის საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ორგანიზებით და ექსპოჯორჯიას თანაორგანიზებით წელს თბილისში გაიმართება. ეს არის მთავარი რეგიონალური პლატფორმა უძრავი ქონების ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეებისთვის. ღონისძიებას 70 ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება 15 ქვეყნიდან. მათ შორის აშშ-ს და ევროპის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტები. პარალელურად სამი დღის განმავლობაში გაიმართება არაერთი საინტერესო შეხვედრა და პანელური დისკუსია.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გამოფენაზე დაუბრკოლებლივ მისვლა შესაძლებელი იქნება სამტრედიისა და სტანისლავსკის ქუჩებიდან.

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია 28 აპრილს 11:00 საათზე (მე 11 პავილიონი) გაიმართება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები