დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„უკან საწყისებისკენ“ - Land Cruiser Prado 2024-ის პრეზენტაცია საირმეში გაიმართა

„უკან საწყისებისკენ“ - Land Cruiser Prado 2024-ის პრეზენტაცია საირმეში გაიმართა

18-06-2024 15:56:00

უსაფრთხო, კიდევ უფრო სანდო, კარგად ნაცნობი სტილი და მკვეთრად გაუმჯობესებული მახასიათებლები - Toyota Land Cruiser Prado 2024 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია. ლეგენდარული მოდელის ახალი სერია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ორი თვის წინ შედგა, ქართულმა კომპანიამ მომხმარებელს საირმეში წარუდგინა.

Toyota Land Cruiser Prado 250-ის დიზაინი Prado-ს თავდაპირველი ვერსიის შტრიხებს იმეორებს. მკაცრი, გამოკვეთილი ფორმებით გამორჩეული მოდელი ტოიოტას ინჟინრებმა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვეს და ახალი Crossover-ი „უკან საწყისებისკენ“ კონცეფციაში მოაქციეს.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „70 წელზე მეტია, Land Cruiser Prado იწარმოება. დასაწყისიდანვე ეს მოდელი გამორჩეული იყო თავისი გამძლეობით, მაღალი ხარისხითა და სანდოობით. ამ წლების განმავლობაში  ტოიოტას ინჟინრები მუდმივად აუმჯობესებდნენ მის შესაძლებლობებს. Prado-ს ეს ახალი ვერსია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს შოურუმში, კიდევ უფრო დახვეწილია, გაუმჯობესებულია მართვა როგორც უგზოობის პირობებში, ისე გზატკეცილზე - ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას მძღოლი უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება. Land Cruiser Prado 2024-ის მოდელი შეიქმნა კონცეფციით „უკან საწყისებისკენ“, რაც, პირველ რიგში, მოდელის ვიზუალზე აისახა. ექსტერიერი პირვანდელ იერსახეს იბრუნებს და მისი ფორმები უფრო კუთხოვანი ხდება. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ეს ახალი, გამორჩეული ავტომობილი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ“.

 

ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციისათვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებს ორდღიან ღონისძიებაზე უმასპინძლა. წარდგენას საირმეში კომპანიის ერთგული მომხმარებელი, ბიზნესპარტნიორები, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმომადგენლები და „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

ღონისძიება TBC ლიზინგის, TBC დაზღვევის, ალდაგის და სამშენებლო კომპანია „იდეა დეველოპმენტის“ მხარდაჭერით გაიმართა.

 

პრეზენტაცია კურორტ საირმეში საგანგებოდ დაიგეგმა. ერთი მხრივ, საუკეთესო საოჯახო ავტომობილი, რომელიც იმედგაცრუებულს არც ოფროუდის მოყვარულებს დატოვებს, მასპინძლებმა საირმის მყუდრო და ამავე დროს ექსტრემალურ გარემოს მოარგეს.