ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანიამ კამპა • Campa-მ ბაზარს მორიგი სიახლე შესთავაზა. ვარდისფერი გუავა, რომელიც ქართული ბაზრისთვის არის ახალი საუცხოო გემო გარკვეული სუპერმარკეტების ქსელში უკვე იყიდება, ხოლო სხვა სავაჭრო ობიექტებშიც ეტაპობრივად გამოჩნდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ეკა ლოლაშვილმა განაცხადა, ვარდისფერი გუავა ჩამოსმულია 750 მლ და 250 მლ-იან შუშის ბოთლებში და არის იგივე საფასო სეგმენტში, რომელშიც წარმოდგენილია „კამპას“ სხვა დანარჩენი შუშის პროდუქცია.
„ვარდისფერი გუავას სასმელი არის ნექტარი, რომელიც შეიცავს ვარდისფერი გუავა, რომელიც თავის მხრივ ძალიან ეგზოტიკური და გემრიელი ხილია, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით ფეიხოასთანაა მიახლოებული, თუმცა არომატით მნიშვნელოვნად განსხვავდება. სასმელი არის საკმაოდ არომატული და აქვს საოცრად ლამაზი ვარდისფერი ფერი და რაც მთავარია არის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტი.
ვარდისფერი გუავა უკვე იყიდება აგროჰაბში, გალფის ქსელებში, ასევე კარფურში. ვარდისფერი გუავა მალე დაემატება ასევე ნიკორას სუპერმარკეტების ქსელს“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგი მენეჯერი.
ეკა ლოლაშვილის თქმით, „კამპას“ მიერ წარმოებული ვარდისფერი გუავას წვენი ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა სამომავლოდ, საექსპორტო ბაზრებზეც გეგმავენ პროდუქტის გატანას.
„ჩვენი შუშის პროდუქცია საკმაოდ აქტიურად გადის საუდის არაბეთში და გაერთიანებულ საამიროებში და იმედი გაქვს, რომ ძალიან მალე ამ ქვეყნებში დანარჩენ შუშის ბოთლში ჩამოსხმულ პროდუქტებთან ერთად ვარდისფერი გუავაც გადაიტვირთება“, - აცხადებს ეკა ლოლაშვილი.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics1 დღეში
HSC Group Hospitality16 წუთის წინ
რა ფაქტორებმა იმოქმედა ნოემბრის ინფლაციაზე