დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული - მამუკა მდინარაძე

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული - მამუკა მდინარაძე

07-12-2024 21:48:00

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

„საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რაც ბუნებაში არსებობს, სხვა საფუძველი, თუ საბაბი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან „ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება აშშ-ის მხრიდან არ არის იმდენად ღირებული მათთვის, რამდენად ღირებულიც შეიძლება იყოს ვციტირებ - საუბრის დაწყებაც კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. მათ იციან, რომ ოთხი სამართლებრივი საფუძველიდან ბუნებაში არცერთი არსებობს ფიზიკურად. საქართველოსთან დაკავშირებით მითუმეტეს არ არსებობს, ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული. საუბრის დაწყებას წინ არაფერი უდგას და ამას მიიჩნევენ ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად, რომ საქართველოში მოასწრონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება. ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა და მიზანი. რამდენად სპეკულაციურია, ყველა ხვდება.

მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ამ საკითხს [ვიზალიბერალიზაციის] აყენებენ დღის წესრიგში და მას მოსდევს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმების მოთხოვნა, რეალურიც რომ იყოს, რომ მაგალითად ვინმემ ასე დააყენოს საკითხი, რომ ან დაუშვით სკოლებში, ბაღებში ლგბტ პროპაგანდა, ან გაგიუქმებთ [ვიზალიბერალიზაციას], მგონი აქ პასუხი ნათელია. ასე საკითხი ვერ დადგება. თეორიაშიც რომ წარმოვიდგინოთ, რომ ან ახლა თქვენს ბავშვებს ელაპარაკებით ლგბტ პროპაგანდაზე, ან ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, აქ არჩევანი ძალიან მარტივია, თუმცა ასე საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება პრაქტიკული გადაწყვეტის თვალსაზრისით. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამაზე [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე] ვიწყებთ საუბარს და თუ გინდათ არ დავიწყოთ, გააუქმეთ ესა და ეს კანონებიო. განსაკუთრებით ამორალურია ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმების მოთხოვნა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

უახლესი

10 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები