დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი -  ვოლვო EX30 წარადგინა

„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა

19-06-2024 16:46:00

 

კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი და 100%-ით ეკომეგობრული  - „ვოლვო ქარ საქართველომ“ქართველი მომხმარებლისთვის ახალი, სრულად ელექტრო EX30 წარადგინა. შვედური ბრენდის ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV-ის პრეზენტაცია კომპანიის შოურუმში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ელექტრომობილს პირველები გასცნობოდნენ, შეეფასებინათ მისი შესაძლებლობები და დიზაინის სიახლეები.

შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ EX30  SUV კატეგორიაში ვოლვოს ყველაზე კომპაქტური ზომის ელექტრომობილია, მას საკმაოდ მოცულობითი სალონი აქვს. EX30 წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. ელექტრომობილს სრული დამუხტვით  500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ-მდე 3.6 წმ-ს შეადგენს.

მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს ვოლვოს სრულიად ახალი და განსხვავებული ელექტრომოდელი წარვუდგინეთ. ვფიქრობ, EX30 ის გამოჩენა ბაზარზე ძალიან საინტერესო სიახლე იქნება ქართველი მომხმარებლისთვის. ახალი მოდელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და რაც ყველაზე მთავარია, EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს - გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და  მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

EX30 -ის მიმართ მოლოდინები საკმაოდ მაღალია. ავტომობილის გაყიდვა წინასწარი ჯავშნების საფუძველზე ვოლვოს ცენტრში უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ეს მოდელი ძალიან მოთხოვნადი  იქნება, რასაც მისი დიზაინი, უსაფრთხოება და მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს“.

EX30-ის პრეზენტაციას წინ უძღოდა ორიგინალური თიზინგკამპანია. ორი კვირის განმავლობაში თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ვოლვოს თეთრი, სკანდინავიური მინიმალიზმით გამორჩეული ინსტალაციები იყო განთავსებული და საზოგადოებას საინტერესო სიახლეზე მიანიშნებდა. წარდგენის დღეს კი შოურუმში იდენტური ინსტალაცია სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა და ვოლვო EX30 პომპეზურად წარდგა სტუმრების წინაშე. პრეზენტაციის პარალელურად გაიხსნა ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგმული ინსტალაციებიც, რომლებშიც EX30-ის სხვადასხვა ფერის მოდელი იყო განთავსებული.