დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Wizz Air-ი სალონის ეკიპაჟის წევრებს საქართველოშიც ეძებს

Wizz Air-ი სალონის ეკიპაჟის წევრებს საქართველოშიც ეძებს

2023-05-25 17:30:14

ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი სალონის ეკიპაჟის წევრებს ეძებს. ამ მიზნით ავიაკომპანია კადრებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არჩევს,მათ შორის საქართველოში. Wizz Air-ი თანამშრომლობის მსურველებთან გასაუბრებას ქუთაისში 12 ივნისს გამართავს.

„კარიერის შექმნა უფრო ადვილი არასდროს ყოფილა! მზად ხართ, გადადგათ ახალი დიდი ნაბიჯი თქვენს პროფესიულ კარიერაში? გააკეთეთ ერთადერთი არჩევანი Wizz Air-ზე, ევროპის ყველაზე მწვანე და სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაზე.

Wizz Air-ში გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ზრდისა და განვითარების უსასრულო შესაძლებლობების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვფართოვდებით და ვეძებთ თქვენს მსგავს მოტივირებულ კანდიდატებს WIZZ-ის სალონის ეკიპაჟის პატივსაცემ გუნდში გასაწევრიანებლად. ჩვენი გუნდის წევრობა შესაძლებლობების სამყაროს კარს გაგიხსნით“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუ ხარ დაინტერესებული დასაქმდე Wizz Air-ში ​მაშინ დეტალურ პირობებს გაეცანით ავიაკომპანიის საიტზე, ხოლო გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით აქ!

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები