დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კალაძის თქმით, „ინტერ რაოზე“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს თანხა დაუზოგა

კალაძის თქმით, „ინტერ რაოზე“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს თანხა დაუზოგა

2023-02-15 14:36:49

კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ „ინტერ რაოსთან“ დაკავშირებით „მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა.

 

 

„პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში.

რაც შეეხება წარმოშობილ დავას, „ინტერ რაო“ ითხოვდა დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ „ინტერ რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა და რას დამატეხდნენ თავს.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები. თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით „ინტერ რაოს“ მოთხოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები