დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

2023-03-06 21:23:21

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის" შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელა.  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის,  ნინო წილოსანის განმარტებით,  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

 

დოკუმენტი ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციების" განახლებულ გამოცემაში არსებულ რეკომენდაციებს. 

 

„კონცეფციაში წარმოდგენილია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს ხედვა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ამოსავალი წერტილია ტრანსფორმაცია ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები