დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კანონმდებლობაში „ვენახების ერთიანი კადასტრის“ ტერმინი შემოდის

კანონმდებლობაში „ვენახების ერთიანი კადასტრის“ ტერმინი შემოდის

2023-05-03 13:37:06

ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტით, „ვენახების ერთიანი კადასტრის" ტერმინის განმარტება ხდება. 

 

კანონპროექტზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა. 

 

მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ღვინის სააგენტომ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ვენახების ერთიანი კადასტრი მომზადებულიყო. ამ მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში ეს პროცესები ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა, თუმცა საკანონმდებლო დონეზე, ვენახების ერთიანი კადასტრის მომზადების საკითხები, დარეგულირებული არ იყო. „შესაბამისად საკანონმდებლო დონეზე აისახება ინფორმაცია, რომ ქვეყანას ვენახების ერთიანი კადასტრი ექნება, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს მიკვლევადობა ქართული ღვინის და ყურძნის ჯიშების გავზარდოთ და ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

 

„ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პარლამენტმა 82 ხმით მიიღო.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები