დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართულ მატყლზე მოთხოვნა არის, წარმოებაში ევროპულ სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ - ,,თუშეთი“

ქართულ მატყლზე მოთხოვნა არის, წარმოებაში ევროპულ სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ - ,,თუშეთი“

2023-03-30 09:30:36

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ ქართულ პროდუქციას ნახევარ მილიარდიანი ბაზარი გაუხსნა, მაგრამ მეწარმეების დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობას ვერ იყენებს.

მათ შორის, მატყლის მწარმოებლები, რომლებსაც  განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე პროდუქტი ხარისხის სტანდარტთან შეუსაბამობის გამო ვერ გააქვთ.

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე მატყლის საწარმო „თუშეთის“ ხელმძღვანელი დიმიტრი არინდაული მიზეზად ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პრობლემას მიიჩნევს.

„ჩვენი ძირითადი საქმიანობა სუფთა შალის ხელით საქსოვი ძაფის წარმოება, მერე კი საქართველოს მასშტაბით მისი რეალიზაციაა როგორც ჩვეულებრივ, ასევე სპეციალურ მაღაზიებსა და სახელოსნოებში.

საწარმოს აქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად დაახარისხოს და გარეცხოს 400-500 კგ მატყლი, რაც მთლიანად უზრუნველყოფს საწარმოს ხარისხიანი მატყლის მარაგით და  ითანამშრომლოს უცხოელ პარტნიორებთან, როგორც გასარეცხი ასევე გარეცხილი მაღალი ხარისხის მატყლის მიწოდებაში. დიდი მოთხოვნაა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ევროპაში, მაგრამ ევროპას თავის მხრივ ხარისხის კუთხით სხვა სტანდარტები და მოთხოვნები აქვს, რასაც ვერ ვაკმაყოფილებთ.

ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვმუშაობთ. აზერბაიჯანელი მოსახლეობა არის ძირითადად დაინტერესებული", - ამბობს დიმიტრი არინდაული Busuiness Insider Georgia- თან.

მისი თქმით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა გაზრდილია, მატყლისგან დამზადებული პროდუქცია პოპულარულია ტურისტებშიც.

როგორც არინდაული განმარტავს, თუშური მატყლი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ზომიერად ღრუღეროვანია და იგი 20-ზე მეტ დაავადებას კურნავს.

„თუშეთი“ 1 კგ ცხვრის მატყლს მეცხვარეებისგან 1 ლარად ყიდულობს. საწარმოს მიერ წარმოებული 1 კგ შალის ძაფი 25 ლარად იყიდება. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებული.

მატყლის გადასამუშავებელი საწარმო 2005 წელს შეიქმნა. საწარმოს გაფართოება, გადაიარაღება და განვითარება ჩეხეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ პროექტის „ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერა თუშეთში“ დახმარებით განხორციელდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები