დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული Camex Airlines-ი სატვირთო გადაზიდვებს ზრდის და რეგულარულ ფრენებს გეგმავს

ქართული Camex Airlines-ი სატვირთო გადაზიდვებს ზრდის და რეგულარულ ფრენებს გეგმავს

2023-03-21 11:00:05

უახლოეს ხანებში ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ი ოპერირებას 3 ბორტით იწყებს და რეგულარული სატვირთო რეისების განხორციელებასაც შეუდგება

როგორც Camex Airlines-ის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე განმარტავს, უახლოეს დღეებში ავიაკომპანიას Boeing 737-800 დაემატება, რომლის კონვერტირებაც სულ ახლახან დასრულდა. 

„გეგმის მიხედვით ვვითარდებით, რომელიც 2022 წლის ბოლომდე გვქონდა გაწერილი დროში გაიწელა, რადგანაც საჰაერო ხომალდების კონვერტირება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანდა. დავიმატეთ 2 ბორტი, რომელთაგან ერთი დღე-დღეზე ჩამოვა, ხოლო მეორე მაისიდან დაგვემატება.

ერთ-ერთით აქამდე ეგვიპტური ავიაკომპანია ოპერირებდა, ხოლო მეორით ავსტრალიური ავიაკომპანია“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

მისივე განმარტებით, ორივე ბორტის დამატება სალიზინგო ხელშეკრულების საფუძველზე ხდება და თითოეული ბორტის ღირებულება 25 მლნ დოლარამდეა. 

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ არიან დაინტერესებული ქართული სატვირთო ავიაკომპანიები რეგულარული რეისების განხორციელებით, გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ მისი კომპანიის ბიზნესგეგმა ამას ითვალისწინებს და მაისიდან სულ მცირე 3 რეგულარული მიმართულების დამატებასაც აპირებს. 

„ადგილობრივ სატვირთო ბაზარზე აზერბაიჯანული და თურქული კომპანიები აქტიურობდნენ. 10-12 წლის წინ დაემატა Cargolux-ი, რომელიც მხოლოდ ერთ მიმართულებაზე დაფრინავს და იმპორტზე მუშაობს. ასევეა Swiftair-i, რომელიც კვირაში ერთ რეისს ასრულებს. რაც შეეხება რეგულარული რეისების დანიშვნას, ამ საკითხზე ვმუშაობთ  და იმედია, რომ მაისის ბოლოდან რეგულარული რეისები მინიმუმ 3 მიმართულებით გვექნება. ესაა ახლო აღმოსავლეთი, აზია და ევროპა.

საქართველოს გამოვიყენებთ როგორც ჰაბს და მოვემსახურებით ქართულ და საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთებს“, - აცხადებს სეთურიძე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Camex Airlines-მა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების ვალიდაცია წარმატებით გაიარა და შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში ტვირთებისა და ფოსტის მიწოდება უზრუნველყოს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები