დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ვაშლი დუბაიში ექსპორტზე პირველად გადის

ქართული ვაშლი დუბაიში ექსპორტზე პირველად გადის

2023-03-04 20:56:15

„ქართული ვაშლით პირველი კონტეინერი უკვე იტვირთება და მალე აიღებს გეზს დუბაისკენ“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მეწარმემ ზურაბ გოჯიაშვილმა განუცხადა. 

მეწარმე ამბობს, რომ დუბაის ბაზარზე ვაშლის პირველი საცდელი პარტიის შეტანა არ იყო მარტივი. „საგადასახადო თუ სურსათის უვნებლობის საკითხების მოგვარებაში ჩვენი პარტნიორი Eximcrop-ი დაგვეხმარა, ამ წამოწყებას ფინანსურად The USAID Agriculture Program-მა დაუჭირა მხარი და ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, დუბაიში 20 ტონა ვაშლს შევიტანთ“. 

ზურაბ გოჯიაშვილის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილი ვაშლის ინტენსიური ბაღები გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კვარხითში მდებარეობს.

„2017 წლიდან მოყოლებული ჩვენი წარმოება ერთადერთია ვაშლის ფერმებს შორის, ვისაც საერთაშორისო Global GAP სერტიფიკაცია აქვს გავლილი.  2022 წელს 940 ტონა ვაშლი მოვიყვანეთ, პროდუქციას მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვყიდით“, - ამბობს მეწარმე. 

მისივე თქმით, ექსპორტზე პროდუქციის გასატანად ბარიერებს არავინ უქმნის, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს სასწავლი: „არ არის შესაფუთი სპეციალური 18 -კილოგრამიანი ყუთები, ვაშლის ფენებს შორის ჩასაფენი ალვეოლური (ღრმულებიანი) ტიხრები, დოკუმენტაციის შექმნაში დუბაიში მყოფი პარტნიორები გვეხმარებიან“, - ამბობს გოჯიაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები