დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია  ჩატარდა

კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა

2023-03-15 23:37:01

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში ვიქტორ ლომაძემ და ხატია ცინცქილაძემ პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შეასრულეს.

სტერეოტაქსიული ბიოფსია წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას თავის ტვინის ღრმად მდებარე გლიური სიმსივნეების დიაგნოსტიკაში, რათა ზუსტად განისაზღვროს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. მეთოდი გულისხმობს თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებზე ჩარევას მინიმალური განაკვეთიდან, სამიზნის სივრცითი კოორდინატების გამოთვლის საფუძველზე. ოპერაციისთვის გამოიყენება სტერეოტაქსიული აპარატი, რომელიც ჩარჩოს საშუალებით მაგრდება პაციენტის თავზე.

სივრცითი კოორდინატების გამოთვლა და სამიზნის  იდენტიფიცირება ხდება CT/MRI-ის დამუშავებით სპეციალურ პროგრამულ მოდულში.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში კავკასიის მედიცინის ცენტრში სტერეოტაქსიული მეთოდის გამოყენება პარკინსონის დაავადების, მოძრაობათა დარღვევების და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების მკურნალობისთვის იგეგმება.

უახლესი

4 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები